Saturday, May 22, 2010

ახალგაზრთა ნაკლები


საქართველოს 18-წლამდე იუნიორ კალათბურთელთა ნაკრები დღეს, 5 ივნისს, ვაკეში მდებარე კალათბურთის აკადემიის დარბაზში, ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას შეუდგა, რომელსაც 25 ივლისიდან, უნგრეთის ქალაქი სომბათჰეი უმასპინძლებს.
საქართველოს იუნიორ კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ, შეკრებაზე 17 კალათბურთელი გამოიძახა, რომელთაგანაც, 12 საუკეთესოს შეარჩევს: ვაჟა მეტრეველი (“მონტეპასკი”, იტალია), თორნიკე შენგელია (“ვალენსია”, ესპანეთი), გიორგი ჯგერენაია (“პეისაკოლას კოლეჯი”, აშშ), კონსტანტინე ტომარაძე (“ბარსელონა”, ესპანეთი), გიორგი შარაბიძე, ბექა ჩიკვილაძე (ორივე “ტენერიფი”, ესპანეთი), აკაკი დვალიშვილი (”ენერჯი ინვესტი”), გიორგი ნანიტაშვილი, გუგა სოხაძე, ტატო თავართქილაძე, გიორგი მაისურაძე, დავით გიორგობიანი (ყველა “დინამო”), ტატო ჩაჩიბაია (“საბონისის აკადემია”, ლიტვა), გიორგი ბარბაქაძე (უკლუბო), გიორგი კვენეტაძე (“მართვე”), კაკი ლომოური (“თბილისი”) და ირაკლი ძიძიგური (ვითა”).

საქარტველოს სპორცმენთა შედეგები

საქართველოს სპორტსმენთა შედეგები

ოლიმპიური თამაშები

2

5

4

მსოფლიოს ჩემპიონატი

2

-

4

ევროპის ჩემპიონატი

17

2

2


Friday, May 21, 2010

ბურთი,მოედანი,წესები


კალათბურთის სათამაშოდ იყენებენ მოედანს, რომლის ზომაა 28X15. პირითი ხაზების შუა ადგილას სპეციალურ დგარებში დაყენებულია ფარები, რომლებზეც დამაგრებულია ლითონის რგოლებზე დაკიდებული უძირო ბადეები(კალათები). მანძილი იატაკსა და კალათს შორის 305 სმ-ია, თვითონ ფარის ზომებია 180X105 სმ. კალათის დიამეტრი 45 სმ-ია. ფარის წინ 625-ანი რადიუსით შემოსაზღვრულია 3-ქულიანი ტყორცნის არე და საჯარიმო ზონა. კალათბურთს თამაშობენ ტყავის , სინთეტიკური ტყავის ან სხვა სინთეტიკური მასალისაგან დამზადებული ბურთით. რომლის გარშემოწირულობა 74,5-78 სმ-ა, ხოლო მასა - 567-650 გრამი.

მოთამაშეთა რაოდენობა ყოველ გუნდში 5-5 კაცით განისაზღვრება. თამაშის დროს ჩაგდებული ბურთისათვის გუნდს ერიცხება 2 ან 3 ქულა, ყოველი რეალიზებული საჯარიმო ტყორცნისათვის 1 ქულა, გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს. შეხვდერა შედგება ოთხი 10 წუთიანი (სუფთა დრო)ტაიმისაგან. ტაიმებს შორის შესვენება 2 წუთია. გამონაკლისია შესვენება მეორე და მესამე ტაიმებს შორის, რომელიც 15 წუთი გრელდება. მატჩის ფრედ დამთვრების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი 5 წუთიანი ტაიმი (ან ტაიმები), გამარჯვებულის გამოვლენამდე. დაშვებულია ნებისმიერი რაოდენობის შეცვლები. ყველა შეცვლილ მოთმაშეს უფლება აქვს დაბრუნდეს მოედანზე.

კალათბურთს ხელით თამაშობენ. დაშვებულია ბურთის ხელით ტარება, გადაცემა და ტყორცნა, როგორც ცალი, ასევე ორი ხელით. არ შეიძლება სამ ნაბიჯზე მეტის გადადგმა ბურთიანად, ბურთიანად ახტომა და დახტომა, მეტოქის საჯარიმო ზონაში სამ წამზე მეტხანს ყოფნა. გუნდს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანისათვის ეძლევა 8, ხოლო შეტევისათვის - 24 წამი, რომლის გასვლის შემდეგ ბურთი მეტოქეს გადაეცემა. მწვრთნელს უფლება აქვს თითოეულ ტაიმში აიღოს ერთი წუთშესვენება (მეოთხეში - ორი). მოთამაშე ჯარიმდება ყველა ამ წესის დარღვევისათვის, აგრეთვე ბლოკირებისათვის და უხეში თამაშისათვის. მოთმაშე ჯარიმდება როგორც ჩვეულებრივი ჯარიმით, ასევე პერსონალური შენიშვნით. 5 პერსონალური შენიშვნის მიღბის შემთხვევაში მოთმაშე ტოვებს მოედანს. ოთხი გუნდური შენიშვნის შემდეგ ყოველი ჯარიმა სრულდება საჯარიმო ტყორცნებით. ჩაგდებული საჯარიმო იძლევა 1 ქულას. თამაშის მსვლელობისას 2-ქულიან ზონიდან ჩაგდებული ბურთი ფასდევა 2, ხოლო 3-ქულიან ზონიდან ჩაგდებული - სამ ქულად

1891 წელს სპრინგფილდის (მასაჩუსეტსი, აშშ) კოლეჯის ანატომიის მასწავლებელმა ჯეიმს ნეისმიტმა დაამუშავა პირველი წესები და 1891 წლის დეკემბერს პირვალი მატჩიც მოაწყო. მალე ახალი თამაში მთელმა ამერიკამ აღიარა, მოგვიანებით კი დანარჩენმა მსოფლიომაც გაიცნო.